საჯარო სამართლის ჟურნალი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იურიდიული ფაკულტეტი
 

ჟურნალის სტატუსი

„საჯარო სამართლის ჟურნალი“ არის სრულად ღია წვდომის ორენოვანი, საერთაშორისო რეფერირებადი, რეცენზირებადი და პერიოდული ჟურნალი, რომელიც დაფუძნებულია თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის საჯარო სამართლის მიმართულებაზე.

 

ჟურნალის მიზანი

ჟურნალის მიზანია საჯარო სამართალში ადმინისტრაციული და კონსტიტუციური სამართლის დარგობრივი მიმართულებით ეროვნული და საერთაშორისო მნიშვნელობის სამეცნიერო კვლევის წახალისება, პუბლიკაციის სახით გაერთიანება და მკითხველისთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, როგორც ქართულ ისე უცხოურ სამეცნიერო ბაზებში ინტეგრირებით.

ჟურნალში გამოქვეყნებულმა სტატიებმა ბიძგი უნდა მისცეს სამეცნიერო დისკუსიებს აქტუალურ სამართლებრივ პრობლემებზე.

 

ჟურნალის გამოცემის პერიოდულობა

ჟურნალი ქვეყნდება წელიწადში ორჯერ, საანგარიშო წლის იანვრისა და ივლისის თვეში, ქართულენოვან და უცხოენოვან დამოუკიდებელ გამოცემებად.

 

გამოსაქვეყნებელი სტატიების ენა

ჟურნალში გამოსაქვეყნებლად წარდგენილი სამეცნიერო სტატია შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე, ხოლო უცხოენოვანი ინგლისურ ან გერმანულ ენაზე.

 

დონორი ორგანიზაციის ან თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის მხარდაჭერით ჟურნალი უზრუნველყოფს ქართულ ენაზე შესრულებული სტატიების ინგლისურ ენაზე თარგმნას რედაქციასთან შეთანხმებით.

 

ჟურნალის ფორმა

ჟურნალი ქვეყნდება წელიწადში ორჯერ ელექტრონული და ბეჭდური ფორმით.

 

ჟურნალის ბეჭდური ფორმით გამომცემელია „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა“.

 

საკონტაქტო ინფორმაცია

მეილი: JournalofPublicLaw@tsu.ge

მისამართი: საქართველო, თბილისი 0179, ილია ჭავჭავაძის გამზ. №3